მთავარი

Thursday, March 9, 2017

ინტელის პროექტი

Be Green

კურსის რეფლექსია


ყველა ტრენინგი საინტერესოა პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ ჩატარებულ ტრენინგებს შორის, რასაც კი დავსწრებივარ,ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი ყველაზე მეტად მომეწონა, ძალზე საინტერესო იყო, რადგან აქ შევისწავლეთ პროექტებით სწავლება. გავეცანით რვა მოდულს. მართალია, სამუშაო მრავალფეროვანი იყო, მოკლე დროში საკმაოდ ბევრი ინფორმაციის მოსმენა და გადამუშავება მიწევდა, ამას ემატებოდა პრაქტიკული სავარჯიშოები, მაგრამ, ვფიქრობ შედეგიანი და ნაყოფიერი იყო ჩემი მუშაობა, რაც აისახება ბლოგზე.


პირველ დღეს გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს, გზამკვლევს, ვისწავლეთ რა არის ვიუერი, ჩეკლისტი,შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე , შევქმენით ბლოგი.

მეორე დღეს დაკმაყოფილდა ჩემი ინტერესი და აქამდე დასმული უამრავი შეკითხვა ,რაც პროექტებით სწავლებას უკავშირდებოდა, გავეცანით პროექტებს, დავამზადეთ ბუკლეტები. ვისწავლეთ ბლოგში სურათის ჩასმა.


მესამე დღეს გავაცანით სტანდარტს, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. გავაანალიზე რა კითხვებთან არის დაკავშირებული პროექტის სწორად განხორციელება.

მეოთხე დღეს განვიხილეთ შეფასებები.რაც, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია პროექტებით სწავლების დროს, შევადგინეთ დროში გაწერილი გეგმები, შევისწავლეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია, პორტფოლიოს შექმნა და ბლოგზე გადატანა.

მეხუთე დღეს ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები, კომენტარები ბლოგზე, შევქმენით მოსწავლის ნიმუშის ბლოგი. ვისწავლეთ ბლოგის სათაურის შეცვლა, ბლოგის წაშლა, აღდგენა. ვისწავლეთ, რომ გაჯეტი არის ტექნოლოგიური ინსტრუმენტი.

მეექვსე დღეს გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციას, შეფასებებს, ვიმუშავეთ ბლოგზე.

ტრენინგის მე- 7 დღეც საინტერესო აღმოჩნდა.ამ მოდულში გავეცანით, რომ პროექტზე მუშაობისას აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა მოსწავლის საჭიროება. ვისწავლეთ ბლოგის გაჯეტში საათის, კალენდრისა და სხვა საჭირო ინფორმაციის ჩასმა, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.

მერვე დღეს შევქმენით ფასილიტაციის რესურსი. გადავხედეთ პორტფოლიოს და ავტვირთეთ ბლოგზე.

ტრენინგის მე-9 დღეს ვისწავლეთ ბლოგის გვერდების ჩასმა. შევქმენით ალბომი და გადავიტანეთ ბლოგზე. ბოლოს ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ წარადგინა პროექტი.

ჩემი აზრით, ინტელის სასწავლო პროგრამა აქტუალურია, რადგან ამ პროგრამით 21-ე საუკუნის იმ უნარ- ჩვევების განვითარებას ვთავაზობთ მოსწავლეებს, რომელთა გარეშეც დღევანდელი სკოლა წარმოუდგენელია.

Saturday, December 10, 2011

Craftmaking

1. პროექტის სახელწოდება:Craftmaking.
2.პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა უფრო მეტი ინფორმაცია მოიპოვონ      ხელთნაკეთი ნივთების შესახებ.მოპოვებული  ინფორმაცია დაამუშაონ  ინგლისურ ენაზე. გაარკვიონ თუ სად მზადდება ხელთნაკეთი ნივთები საქართველოში. დააკვირდებიან სხვადასხვა პროცედურებს.  მოხდება ჩვენი და საზღვარგარეთის გამოცდილების შედარება..  დაამზადებენ პოსტერებსა და პრეზენტაციებს.
3.პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია რადგანაც ხელთნაკეთი ნივთები თანდათანობით უდიდეს ინტერესს იწვევს ტურისტებს შორის. სასურველია ჩვენმა მოსწავლეებმა მეტი იცოდნენ  ამ ნივთებზე, მათ დამზადებასა და იმ ოსტატებზე რომლებიც გვყავს.
4.პროექტის მიზნები:  პროექტის მიზანია მოსწავლემ შეძლოს უცხოურ ენაზე პროექტის მომზადება და მისი განხორციელება, თანაკლასელებთან, მასწავლებელთან და ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.ამასთანავე გამოიჩინოს ინტერესი კულტურული განსხვავებების მიმართ.
5.მონაწილეთა ასაკი: 12-13 წლის
6.ვადები/ხანგრძლივობა: 2-3 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნეს:შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:                    
·            ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (მაგ., ლექსიკონ, სტრუქტურულ ნიმუშებ, გრამატიკულ ცნობარ, ილუსტრაციებ და სხვა);
·            მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკა, მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი და სხვა);
·            მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით;
·            იყენებს ისტ-ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/დასამუშავებლად;
·            იყენებს ისტ-ს პროექტების განსახორციელბლად.

უცხ.ს.IV.28. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის დამუშავება მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·            აღქმა-დამახსოვრების ხელშესაწყობად მიმართავს ინფორმაციის ორგანიზების სხვადასხვა ხერხს (სემანტიკურ რუკა, სქემატურ ჩანაწერებ, ტაბულა, გრაფიკ, მონაცემთა ბაზა და სხვა), ავლენს ლოგიკურ კავშირებს ინფორმაციის სხვადასხვა ნაწილებს შორის;
·            სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით ახარისხებს/აჯგუფებ მოპოვებულ ინფორმაციას.
           
უცხ.ს.IV.29. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობ თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს;
·           ითხოვს/სთავაზობს დახმარებას;
·           მოქმედებს გუნდის წვრებთან შეთანხმებულად; მსჯელობს თანაგუნდელებთან (პრობლემის  გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად);
·            ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს;
·           უთანხმოებისას ცდილობს შეთანხმების მიღწევას;
·           ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში;
·           საჭიროებისამებრ მონაწილეობს მეწყვილის/გუნდის წევრების თანაშეფასებაში;
·           აკრიტიკებს იდეებს და არა იდეების ავტორებს, შეფასებისას იჩენს კორექტულობას;
·            კორექტულად მიუთითებს სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებზე;
 მონაწილეობს თანაშეფასებაში შედეგის გაუმჯობესების ხელშესაწყობად.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: 
9.პროექტის მსვლელობა:
10.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
11.პროექტის ხელმძღვანელი:
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა;
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:


Wednesday, December 7, 2011

ჩემს შესახებ

 ანა ჩაჩხიანი .27 წლის.  ინგლისური ენის პედაგოგი. ვმუშაობ  ქ ქუთაისის წმ.ნინოს სახელობის #3 საჯარო სკოლაში.