2.პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა უფრო მეტი ინფორმაცია მოიპოვონ ხელთნაკეთი ნივთების შესახებ.მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაონ ინგლისურ ენაზე. გაარკვიონ თუ სად მზადდება ხელთნაკეთი ნივთები საქართველოში. დააკვირდებიან სხვადასხვა პროცედურებს. მოხდება ჩვენი და საზღვარგარეთის გამოცდილების შედარება.. დაამზადებენ პოსტერებსა და პრეზენტაციებს.
3.პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია რადგანაც ხელთნაკეთი ნივთები თანდათანობით უდიდეს ინტერესს იწვევს ტურისტებს შორის. სასურველია ჩვენმა მოსწავლეებმა მეტი იცოდნენ ამ ნივთებზე, მათ დამზადებასა და იმ ოსტატებზე რომლებიც გვყავს.
4.პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია მოსწავლემ შეძლოს უცხოურ ენაზე პროექტის მომზადება და მისი განხორციელება, თანაკლასელებთან, მასწავლებელთან და ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.ამასთანავე გამოიჩინოს ინტერესი კულტურული განსხვავებების მიმართ.
5.მონაწილეთა ასაკი: 12-13 წლის
6.ვადები/ხანგრძლივობა: 2-3 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნეს:შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (მაგ., ლექსიკონს, სტრუქტურულ ნიმუშებს, გრამატიკულ ცნობარს, ილუსტრაციებს და სხვა);
· მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკა, მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი და სხვა);
· მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით;
· იყენებს ისტ-ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/დასამუშავებლად;
· იყენებს ისტ-ს პროექტების განსახორციელებლად.
უცხ.ს.IV.28. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის დამუშავება მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აღქმა-დამახსოვრების ხელშესაწყობად მიმართავს ინფორმაციის ორგანიზების სხვადასხვა ხერხს (სემანტიკურ რუკას, სქემატურ ჩანაწერებს, ტაბულას, გრაფიკს, მონაცემთა ბაზას და სხვა), ავლენს ლოგიკურ კავშირებს ინფორმაციის სხვადასხვა ნაწილებს შორის;
· სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით ახარისხებს/აჯგუფებს მოპოვებულ ინფორმაციას.
უცხ.ს.IV.29. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს;
· ითხოვს/სთავაზობს დახმარებას;
· მოქმედებს გუნდის წვრებთან შეთანხმებულად; მსჯელობს თანაგუნდელებთან (პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად);
· ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს;
· უთანხმოებისას ცდილობს შეთანხმების მიღწევას;
· ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში;
· საჭიროებისამებრ მონაწილეობს მეწყვილის/გუნდის წევრების თანაშეფასებაში;
· აკრიტიკებს იდეებს და არა იდეების ავტორებს, შეფასებისას იჩენს კორექტულობას;
· კორექტულად მიუთითებს სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებზე;
მონაწილეობს თანაშეფასებაში შედეგის გაუმჯობესების ხელშესაწყობად.8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
9.პროექტის მსვლელობა:
10.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
11.პროექტის ხელმძღვანელი:
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა;
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
No comments:
Post a Comment